პოლონეთში ქ. გდანსკში ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის
საბჭოს (CCBE) პლენარული სესია გაიმართა, რომელიც ლეგენდარულმა ლეხ
ვალენსამ და ევროპის ადვოკატთა ასოციაციების სამართლის საბჭოს (CCBE)
პრეზიდენტმა მარია სლაზაკმა გახსნეს. ქალბატონმა მარია სლაზაკმა
გამოსვლისას განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
როლი ადვოკატის პროფესიის განვითარებაში, რაც არის უდიდესი მიღწევა ჩვენი
პროფესიის განვითარებისათვის. საზეიმო ვითარებაში საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციამ პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მემორანდუმს ქალბატონმა მარია
სლაზაკმა და პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ მოაწერეს
ხელი. სესიაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელმაც საქართველოში ადვოკატთა
ინსტიტუციური უფლებების დარღვევაზე და ადვოკატის საქმიანობაში უხეშად
ჩარევის ფაქტებზე ისაუბრა.
პოლონეთში ქართულ დელეგაციას წარმოადგენდნენ საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი,
ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და ახალგაზრდა
წარმატებული ადვოკატი ქეთევან სვანიძე. სესიის დამთავრების შემდეგ
გაიმართა ქართული დელეგაციის შეხვედრა პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტთან
ლეხ ვალენსასთან.